Zamenhof.info

ოჯახი

ლუდვიკ ზამენჰოფის მამა, მარკ ზამენჰოფი (1837-1907), სხვადასხვა სკოლებში ფრანგულისა და გერმანული ენების მასწავლებლად მუშაობდა. როზალია ზამენჰოფი (1839-1892), ლუდოვიკოს დედა, დიასახლისურ საქმიანობას ეწეოდა. ლუდვიკ ზამენჰოფსა და კლარას (1863-1924) სამი შვილი ჰყავდათ. ვაჟიშვილი, ადამი (1888-1940), ვარშავის ებრაელთა ოფთალმოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი იყო, ვისი ვაჟიც - ლუი-კრისტოფ ზალესკი-ზამენჰოფი (1925), სამშენებლო ინჟინერიის დოქტორი და თავადაც ესპერანტისტია. ლუდვიკის უფროსი ქალიშვილი ზოფია (1889-1942) ვარშავაში ბავშვთა შინაგანი დაავადებების ექიმი იყო და მამას უმდიდრესი ბიბლიოთეკის მოვლაში ბევრს ეხმარებოდა. ლიდია ზამენჰოფი (1904-1942), მეორე ქალიშვილი, ესპერანტოს ენერგიული პროპაგანდისტი და ასევე მამისეული ჰომარანისტული მოძღვრების აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. ლუდვიკ ზამენჰოფის სამივე შვილი ნაცისტების მიერ მოწყობილ ჰოლოკოსტს ემსხვერპლა.

ლუდვიკ ზამენჰოფს რვა და-ძმა ჰყავდა. მისი და სარა (1860-1870) ოჯახში მეორე შვილი გახლდათ, მაგრამ ათი წლის ასაკში გარდაიცვალა და ასე რომ, ლუდვიკის დები იყვნენ ფანია (1862-1930) და ავგუსტა (1864-1934). ძმა ფელიქსი (1868-1933) ფარმაცევტი იყო, ჰენრიკი (1871-1932) - ექიმი, ესპერანტოს ფლობდა, მაგრამ დიდად არ აქტიურობდა. ლეონი (1875-1934) ოტორინოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ექიმი) და 1898 წლიდან ესპერანტისტი გახლდათ. ალექსანდრი (1877-1916), რომელიც დვინსკში (ახლანდელი ქ. დაუგავპილსი ლატვიაში) რუსეთის არმიის პოლკოვნიკად დაიღუპა, იყო ასევე ექიმი და ლუდვიკის უმცროსი და ყველაზე საყვარელი ძმა. მან ესპერანტოს პირველივე წლებიდანვე იცოდა. იდა (1879-1942) ლუდოვიკოს ყველაზე უმცროსი და გახლდათ, აგრეთვე ესპერანტისტი.

ფოტოგალერეა

ზამენჰოფის საოჯახო ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეა-ში.

წყაროები