Zamenhof.info

შესავალი

ვებგვერდი ეძღვნება ლუდვიკ ლ. ზამენჰოფს, რომელიც ძირითადად „საერთაშორისო ენა ესპერანტოს ავტორის“ სახელითაა ცნობილი, თუმცა საკუთარ თავს მხოლოდ ამ ენის „ინიციატორად“ მიიჩნევდა.

ზამენჰოფს შესაძლოა მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნის „უცნობი გენიოსი“ ვუწოდოთ, რომელმაც წარმატებით შეძლო სიცოცხლე შთაებერა საერთაშორისო კომუნიკაციაში შესანიშნავად მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესასწავლი ენისთვის.

წელს, 2017 წლის 14 აპრილს, ზამენჰოფის გარდაცვალებიდან 100 წელი აღინიშნება. ვებგვერდიც გარკვეულწილად მისი ხსოვნის პატივისცემას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, 26 ივლისს ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელოს გამოცემის 130-ე წლისთავს აღვნიშნავთ. შესაბამისად, ვებგვერდს კიდევ უფრო დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. რასაკვირველია, მთავარი მიზანია მისი, მისი ღვაწლის, ნაშრომებისა და ნააზრევის წარდგენა მათთვის, ვისაც მის შესახებ (ალბათ) ბევრი არც არაფერი სმენია, ამიტომ ის თავისი ღვაწლითურთ ბევრად უფრო დიდ ცნობადობას იმსახურებს, ვიდრე დღესდღეობით აქვს. ლ. ლ. ზამენჰოფი იყო არა მხოლოდ ესპერანტოს ინიციატორი, არამედ ასევე პაციფისტი, ექიმი, მთარგმნელი, მწერალი და მოაზროვნე, შემქმნელი უნივერსალისტური სულიერი მოძღვრებისა სახელად „Homaranismo“ („ჰომარანიზმი“).

ასე რომ, აღმოაჩინეთ ამ უცნობი გენიოსის ცხოვრება, რომლის პუბლიკისთვის წარდგენის მოკრძალებულ მცდელობასაც წარმოადგენს წინამდებარე ვებგვერდი.


რეკომენდებულია

ლ. ლ. ზამენჰოფის ერთადერთი შემორჩენილი კადრები