ქრონოლოგიური ბიოგრაფია
-
1859
15 დეკემბერი: ქ. ბიალისტოკში (ზიელონას №6) მორდეხაისა (მარკ ფაბიანოვიჩი) და ლიბა როხლა (როზალია) ზამენჰოფების ოჯახში იბადება პირველი ვაჟი, ლეიზერ (ლაზარ) მარკოვიჩ ზამენჰოფი.
-
1869
აგვისტო: შედის ბიალისტოკის საშუალო სკოლის პირველ კლასში, მაგრამ ორი თვის შემდეგ ავადმყოფობის გამო სწავლას თავს ანებებს.
-
1870
აგვისტო: ხელახლა შედის პირველ კლასში
-
1873
აგვისტო: გადადის მეოთხე კლასში, მაგრამ სწავლა მხოლოდ ოთხი თვე გრძელდება
დეკემბერი: ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში (ნოვოლიპიეს №28) გადადის.
-
1874
აგვისტო: შედის ვარშავის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის მეოთხე კლასში.
-
1878
17 დეკემბერი: Lingwe Universala-ს შექმნის აღნიშვნა.
-
1879
მაის-ივნისი: გამოცდები გიმნაზიის ბოლო (მერვე) კლასში.
27 ივნისი: გიმნაზიიდან სააბიტურიენტო ატესტატსა და ვერცხლის მედალს იღებს.
აგვისტო: ირიცხება მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
სექტემბერი: იწყებს უნივერსიტეტში სწავლას.
-
1880
ამზადებს იდიშის გრამატიკას.
-
1881
13 მარტი: იმპერატორ ალექსანდრე მე-2-ის მკვლელობა. რუსეთში სიტუაცია იძაბება.
მაისი: ასრულებს გამოცდებს მოსკოვის უნივერსიტეტში და წყვეტს მის დატოვებასა და სწავლის ვარშავაში გაგრძელებას.
ზაფხული: ამზადებს „საერთაშორისო ენის“ (Lingvo Universala) ორ რვეულს.
სექტემბერი: ირიცხება ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსზე.
-
1882
იანვარ-თებერვალი: სტატია სათაურით „რა ვქნათ საბოლოოდ?“ რუსულენოვან ებრაულ ყოველკვირეულ ჟურნალში „Рассвет“ („განთიადი“).
თებერვალი: აფუძნებს წინარესიონისტურ ორგანიზაციას „შეერით-ისრაელ“.
7 აპრილი: სტატია „Рассвет“-ში სათაურით „საერთო შტანდარტის ქვეშ!“.
აგვისტო: Lingvo Universala-ს მესამე რვეული.
-
1883
18 აგვისტო: აფუძნებს „ხიბათ-სიონის“ ვარშავის ჯგუფს და ირჩევენ მისი აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტად.
18 ნოემბერი: წერილი ახალგაზრდული ებრაული სოციალისტური ჯგუფის - „ბილუს“ წევრებს.
-
1884
წლის ბოლო: უნივერსიტეტის დამთავრება.
-
1885
თებერვალ-მარტი: ექიმად ქ. ვეისეიაიში.
მაისი-ნოემბერი: სტაჟირება ვარშავის ებრაული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიურ ფაკულტეტზე.
დეკემბერ-მაისი, 1886: ოფთალმოლოგად ქ. პლოცკში (პოლონეთი).
-
1886
მაის-ივნისი: სავლა და სტაჟირება ვენაში.
შემოდგომა: კეილა (კლარა) ზილბერნიკის გაცნობა.
-
1887
30 მარტი: ლაზარ ზამენჰოფისა და კლარა ზილბერნიკის ნიშნობა.
2 ივნისი: „პირველი წიგნის“ რუსულად დაბეჭდვის ნებართვა ცენზურისგან.
26 ივლისი: „პირველი წიგნის“ გამოცემის ნებართვა. ეს თარიღი ენის დბადების დღედ ითვლება.
9 აგვისტო: შეუღლება. ახალდაქორწინებულები პრჟეიაზდის №9-ში სახლდებიან.
შემოდგომა: „პირველი წიგნის“ ფრანგული, გერმანული და პოლონური გამოცემები.
-
1888
იანვარი: „Dua Libro de l’ lingvo internacia“.
11 ივნისი: ადამ ზამენჰოფის დაბადება
24 სექტემბერი: ბეჭდურ საქმეთა მთავარ ადმინისტრაციას სთხოვს ყოველკვირეულ გაზეთ „La internaciulo“-ის გამოცემის ნებართვას.
15 ოქტომბერი: თხოვნა „La internaciulo“-ზე უარყოფილია.
-
1889
იანვარ-თებერვალი: „რუსულ-საერთაშორისო სრული ლექსიკონი“ და „საერთაშორისო-გერმანული საშუალო ლექსიკონი“.
1-ელი სექტემბერი: „La Esperantisto“-ის პირველი ნომერი.
ნოემბერი: ქ. ხერსონში (უკრაინა) თვალის ექიმად დამკვიდრება.
13 დეკემბერი: ზოფია ზამენჰოფის დაბადება.
-
1890
25 მარტი: ესპერანტისტთა საერთაშორისო ლიგის დაფუძნება.
მაისი: ვარშავაში დაბრუნება (ნოვოლიპკის №21).
შემოდგომა: სხელმძღვანელოში „Всемирный язык Эсперанто“ („მსოფლიო ენა ესპერანტო“) იბეჭდება „La Espero“ ესპერანტოზე და რუსულად; იგი ესპერანტოს ჰიმნად იქცევა.
დეკემბერი: ლიგა აქტივობების დაწყების გარეშევე წყვეტს მუშაობას.
-
1891
დეკემბერი: წყვეტს „La Esperantisto“-ის გამოცემას, მაგრამ ვილჰელმ ჰაინრიხ ტრომპეტერი გამოცემის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს და ზამენჰოფს რედაქტორის ხელფასს უნიშნავს.
-
1892
31 აგვისტო: ლიბა როხლა ზამენჰოფის გარდაცვალება.
-
1893
იანვარი: ესპერანტოსთან დაკავშირებულ საკითხთა კენჭისყრის მიზნით ესპერანტისტთა საერთაშორისო ლიგის დაფუძნება მდივნად ზამენჰოფით.
აგვისტო: „უნივერსალური ლექსიკონი“.
ოქტომბერი: ქ. გროდნოში გადაცხოვრება.
-
1894
იანვარი: იწყებს „La Esperantisto“-ში ესპერანტოს რეფორმირებაზე პროექტების გამოქვეყნებას.
15 ნოემბერი: რეფორმირებს პროექტის არმიღება კენჭისყრით. „Ekzercaro“ და „ჰამლეტი“.
-
1895
15 აგვისტო: „La Esperantisto“-ის ბოლო (1895, № 5-6) ნომერი. რამდენიმე წლით ზამენჰოფი ესპერანტოსთან დაკავშირებულ თითქმის ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს.
-
1896
ვილჰელმ შენბერგთან ერთად იკვლევს გროდნოს მოსწავლეთა მხედველობის შესაძლებლობებს.
-
1897
ოქტომბერი: ვარშავაში დაბრუნება (ძიკას №9).
-
1900
3 აგვისტო: ლუი დე ბოფრონის მიერ პარიზში „არსი და მომავალი“-ს წარდგენა.
-
1901
აპრილი: „ჰილელიზმი. ებრაული საკითხის გადაჭრის პროექტი.“
6 აგვისტო: კონტრაქტი „Hachette“-სთან.
-
1902
ზამენჰოფი თანდათან უბრუნდება ესპერანტოსთან დაკავშირებულ საქმიანობას.
-
1903
ნოემბერი: „Fundamenta Krestomatio“.
-
1904
29 იანვარი: ლიდია ზამენჰოფის დაბადება.
-
1905
22 იანვარი: რუსეთის პირველი რევოლუციის დაწყება.
ივლისი: „Fundamento de Esperanto“.
29 ივლისი: საპატიო ლეგიონის (Légion d’honneur) ორდენოსნად ნომინირება.
5-12 აგვისტო: ესპერანტოს 1-ელი მსოფლიო კონგრესი (UK) ბულონ-სიურ-მერში (საფრანგეთი).
-
1906
იანვარი: „ჰილელიზმის დოგმები“ „Ruslanda Esperantisto“-ში.
მარტი: „ჰომარანიზმი“
27 აგვისტო - 5 სექტემბერი: მე-2 UK ჟენევაში.
სექტემბერი: „La Revuo“-ის პირველი ნომერი, დაფუძნებული კარლო ბურლეს მიერ ზამენჰოფისთვის თარგმანთა გამოსაქვეყნებლად.
15-23 ოქტომბერი: კონსულტაცია ენის რეფორმატორებთან პარიზსა და ბრიუსელში.
-
1907
12-17 აგვისტო: მე-3 UK კემბრიჯში.
15-24 ოქტომბერი: პარიზში დელეგატთა კომიტეტის შეკრება და მოდიფიცირებული ესპერანტოს მიღება.
30 ნოემბერი: მარკ ფაბიანოვიჩ ზამენჰოფის გარდაცვალება.
„რევიზორი“ (გოგოლი).
-
1908
18 აგვისტო: დელეგაციასთან კონტაქტების გაწყვეტა.
16-22 აგვისტო: მე-4 UK დრეზდენში.
„იფიგენია ტავრიდაში“ (გოეთე), „ყაჩაღები“ (შილერი), „ჟორჟ დანდენი“ (მოლიერი).
-
1909
5-11 სექტემბერი: მე-5 UK ბარსელონაში.
-
1910
20-25 აპრილი: რუსეთის 1-ელი ესპერანტული კონგრესი სანკტ-პეტერბურგში.
14-20 აგვისტო: მე-6 UK ვაშინგტონში.
„მართა“ (ე. ოჟეშკოვა), „Lingvaj Respondoj“, „Proverbaro Esperanta“.
-
1911
26-29 ივლისი: რასათა კონგრესზე მიმოწერითი მონაწილეობა.
20-27 აგვისტო: მე-7 UK ანტვერპენში.
-
1912
11-18 აგვისტო: მე-8 UK კრაკოვში.
-
1913
მაისი: „ჰომარანიზმი“ (პირველად ნამდვილი სახელით).
24-31 აგვისტო: მე-9 UK ბერნში.
-
1914
1-ელი აგვისტო: მსოფლიო ომის დაწყების გამო ზამენჰოფები კიოლნში ყოვნდებიან.
15 აგვისტო: გრძელი გზით ვარშავაში დაბრუნება.
18 ოქტომბერი: ნეიტრალურ-საკაცობრიო რელიგიის კონგრესის პროექტი.
დეკემბერი: მოწოდება დიპლომატებს „დიდი ომის შემდეგ“.
-
1915
3 მარტი: ბიბლიის (ძველი აღთქმა) თარგმნის დასრულება.
მარტი: იწყებს ანდერსენის ზღაპრების თარგმნას.
ივლისი: საცხოვრებლად გადასვლა კროლევსკას №41-ში.
აყენებს წინადადებას ესპერანტოს სამუდამოდ რევიზიაზე.
-
1917
15 თებერვალი: ჰომარანიზმის საბოლოო ვერსია.
მარტი: წერს ესეს სათაურით „ღმერთსა და უკვდავებაზე“.
14 აპრილი: გარდაცვალება.
16 აპრილი: დაკრძალვა.
წინამდებარე ქრონოლოგიური ბიოგრაფია პირველად გამოქვეყნდა La Ondo de Esperanto-ში (2009, ნომერი 12)