გამონათქვამები
ესპერანტოზე
ვოლაპუკი ესპერანტოსგან განსხვავებით ძალზედ რთულად მომეჩვენა. ეს უკანასკნელი იმდენად მარტივია, რომ ექვსი წლის წინ მისი გრამატიკის, ლექსიკონისა და სტატიების მიღებისთანავე სულ რაღაც რამდენიმე საათში ვისწავლე სრულყოფილად წერა თუ არა, თავისუფლად კითხვა მაინც.
ლევ ტოლსტოი - რუსი მწერალი, მოაზროვნე
ვაღიარებ მსოფლიოს კათოლიკეთა შორის ერთობის შენარჩუნებისთვის ესპერანტოს საჭიროებას. ესპერანტოს წინ დიდი მომავალი აქვს.
პიუს მე-10 - რომის პაპი
ბაბილონის გოდოლში ჩაკარგული საერთო ენის გასაღების პოვნა მხოლოდ ესპერანტოს წყალობითაა შესაძლებელი.
ჟიულ ვერნი - ფრანგი მწერალი
ესპერანტო... თუმცა მე მისი შესწავლა ჯერ ვერ მოვახერხე, რაშიც ჩემს ღრმა ასაკს ვადანაშაულებ, მას ვურჩევ ბავშვებს, რადგან ისაა ერთ-ერთი უმარტივესი რამ, რისი სწავლაც ოდესმე შეიძლება.
გუსტავ ეიფელი - ფრანგი ინჟინერი, ეიფელის კოშკის ავტორი
ესპერანტოს მიზანია დროის, ენერგიის, ჯაფისა და ფულის დაზოგვა და საერთაშორისო ურთიერთობათა დაჩქარება-გაიოლება. ესპერანტოს შემოღება აუცილებელ საჭიროებად მიმაჩნია მშვიდობისა და კულტურისათვის.
რუდოლფ დიზელი - გერმანელი ინჟინერი, დიზელის ძრავის გამომგონებელი
ვფიქრობ, რომ ესპერანტო კაცობრიობის დიდ სიკეთეთაგანია და მისი სრული და სწრაფი წარმატების კეთილ ნებას გამოხატავს.
ედუარდ მე-7 - ბრიტანეთის მეფე
არავის აქვს უფლება არ იცოდეს დოქტორი ზამენჰოფის ხელოვნური ენის შესახებ. ალბათ მე პირადად ესპერანტისტულ მოძღვრებაზე ვერ მოვექცევი, მაგრამ სულ მცირე მის შესახებ მეცოდინება მაინც და ენის სწავლასაც რამდენიმე საათს დავუთმობ.
პოლ დუმერი - ფრანგი პოლიტიკოსი
დარწმუნებული ვარ, რომ ესპერანტოს საზოგადოდ გამოყენებას შესაძლოა ყველაზე ბედნიერი გაგრძელება ჰქონდეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.
ლუი ლუმიერი - ფრანგი გამომგონებელი და კინემატოგრაფისტი
მე მსოფლიოში ერთი საერთო კალენდრის, საერთო ვალუტისა და ყველა ხალხისთვის ესპერანტოსნაირი საერთო დამხმარე ენის შემოღებას ვემხრობი.
მაჰათმა განდი - ინდოელი პოლიტიკოსი, მოაზროვნე
ესპერანტოსთვის მსოფლიო ცივილიზაციის მომავალში ისეთივე როლს ვხედავ, როგორიც ლათინურს ჰქონდა შუასაუკუნეებში. წლების შემდეგ იგი, როგორც მსოფლიო ენა, ხალხთა შორის მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოდ იქცევა.
პიუს მე-12 - რომის პაპი
ესპერანტო თანამედროვეობის უნივერსალურ ენას წარმოადგენს.
იოანე 23-ე - რომის პაპი
ინტელექტუალებო, ყველამ, ვისაც უცხოეთთან კონტაქტი გაქვთ და განსაკუთრებით მუშებო, ისწავლეთ ესპერანტო!
იოსიპ ბროზ ტიტო - იუგოსლავიის ლიდერი, რევოლუციონერი
სავსებით ცხადია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ერთა ურთიერთსაკომუნიკაციო საშუალებად ნეიტრალური ენა საუკეთესო გამოსავალია. ამ ფუნქციისთვის კი ესპერანტო უკვე დიდი ხანია მთავარი კანდიდატია.
რობერტ ფრენსის კენედი - ამერიკელი პოლიტიკოსი
მე თავს ესპერანტოს ჯარისკაცად მივიჩნევ. არაუშავს, რომ ცოტანი ხართ, თქვენი იდეა გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს, რადგან სამართლიანობას ემსახურება. ყოველ ერს თავისი ენა აქვს და დაე კაცობრიობასაც ჰქონდეს თავისი: ესპერანტო.
ფიდელ კასტრო - კუბის ლიდერი, რევოლუციონერი
ესპერანტო სპორტსმენებისთვის ძალზედ საჭიროა ურთიერთდაახლოებისა და სპორტულ-მეგობრულ ურთიერთობათა გასამარტივებლად.
პელე - ბრაზილიელი ფეხბურთელი
ზამენჰოფზე
ვასახელებ რა დოქტორ ზამენჰოფს იზაბელა კათოლიკეს ორდენოსნად, ესპერნატოს ავტორის უდიდეს ღვაწლს ამით მხოლოდ მცირეოდენ პატივს მივაგებ. შეგიძლიათ მიმიჩნიოთ არა მხოლოდ ესპერანტოს მეგობრად, არამედ ესპერანტისტადაც.
ალფონსო მე-13 - ესპანეთის მეფე
ვიცი ვინცაა ზამენჰოფი, ისიც ვიცი, რომ მსოფლიო საკაცობრიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები გადათარგმნეთ და ეს გზა უსათუოდ უნდა განაგრძოთ...
მორის ჟენევუა - ფრანგი მწერალი
ხალხი ესპერანტოს ჯერ კიდევ მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებად აღიქვამს. მათ თითქმის არაფერი იციან იმ იდეურ მამოძრავებელ ძალაზე, რომელიც მას ასიცოცხლებს. თუმცა სწორედ ზამენჰოფის ბიოგრაფიამ აღმაფრთოვანა. საჭიროა ამ ასპექტის უკეთ გავრცელება! ... ესპერანტოს ისტორიული და იდეოლოგიური მხარე ნაკლებადაა ცნობილი.
უმბერტო ეკო - იტალიელი სემიოტიკოსი, მწერალი, ესეისტი